„რუსთავის აზოტის“ ყოფილი მფლობელი რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

„რუსთავის აზოტის“ ყოფილი მფლობელი რომან ფიფია „რუსთავის აზოტის“ გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ის ქარხნის მართვას ჩამოაცილეს თანამშრომელების სოციალური პირობები გაუარსედა.

როგორც ფიფია აცხადებს, როდესაც შეძლებს „რუსთავის აზოტზე“ კონტროლის დაბრუნებას, სოციალური პირობების და თანამშრომლების ანაზღაურების გაუმჯობესების საკითხი მისთვის პრიორიტეტული იქნება.

„სოლიდარობას ვუცხადებ „რუსთავის აზოტის“ გაფიცულ თანამშრომელებს და მიმაჩნია, რომ მათი სამართლიანი მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც 2016 წელს „საქართველოს ბანკის“ ჯგუფმა მიიტაცა „რუსთავის აზოტი“ და მე ჩამომაცილეს ქარხნის მართვას, რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა დაკარგა სამსახური და დარჩენილი თანამშრომლების სოციალური პირობები გაუარესდა. მე ვაგრძელებ ჩემი, როგორც „რუსთავის აზოტის“ საბოლოო მესაკუთრის, უხეშად დარღვეული უფლებების დაცვას და როდესაც შევძლებ „რუსთავის აზოტზე“ კონტროლის დაბრუნებას, სოციალური პირობების და თანამშრომლების ანაზღაურების გაუმჯობესების საკითხი ჩემთვის კვლავ იქნება პრიორიტეტული“,- აცხადებს ფიფია.

ცნობისთვის, „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები მეოთხე დღეა ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საწარმოს ცენტრალური შესასვლელი აქვთ ბლოკირებული. 2000-მდე თანამშრომელი მეოთხე დღეა გაფიცულია, რამაც „აზოტის" წარმოების სრული გაჩერება გამოიწვია. დღეისათვის „რუსთავის აზოტში“ მხოლოდ ჟანგბადის საამქრო ფუნქციონირებს, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებების ჟანგბადით მომარაგება ხდება.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა