დღეს, ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ვიდრე ნიკა მელია არის პატიმრობაში, ძალიან რთულია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციამ კოორდინირებულ რეჟიმში დაგეგმოს რა ნაბიჯებს გადადგამს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლებამდე, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი ნაადრევია.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც ადრე, მთელმა ოპოზიციამ უნდა შევძლოთ, კოორდინირებულ რეჟიმში დავგეგმოთ, როგორ მივიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. დღეს, ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ სანამ ნიკა მელია არის პატიმრობაში, ძალიან რთულია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციამ კოორდინირებულ რეჟიმში დადეგმოს რა ნაბიჯებს გადადგამს. მჯერა, რომ თვითმმართველობისთვის უნდა მოვემზადოთ სერიოზულად, რადგან ამაზე არის მიბმული მივიღებთ თუ არა რიგგარეშე არჩევნებს. ამ ყველაფერზე მუშაობა უნდა დავიწყოთ მალე, მას შემდეგ რაც ნიკა მელია აღარ იქნება საპატიმროში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.