მამუკა ხაზარაძე - ვაპირებ ნიკა მელია ციხეში მოვინახულო, რომ იგი დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს - ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან

„ლელო საქართველოსთვის“ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ნიკა მელიას ციხეში მონახულებას აპირებს.

ხაზარაძის განმარტებით, ნიკა მელიასთან ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულ გირაოს გადახდაზე და საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ ისაუბრებს.

„უახლოეს დღეებში ვაპირებ, რომ შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო და ვისაუბრო ორ საკითხზე, რომ იგი დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო. ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან. ამიტომ მან უნდა გამოიყენოს ეს შანსი. ეს იქნება კიდევ ერთხელ გალაწუნება „ქართული ოცნებისთვის“, მათი მართლმსაჯულებისთვის. მეორე საკითხი, რომელიც მინდა გავიარო, ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. აქ დიდი დებატებია გაშლილი ამნისტიასთან დაკავშირებით. ეს ამნისტია ჩაწერილი იყო თავის დროზე იმისათვის, რომ ნიკა მელია გამოგვეყვანა ჩვენ საპყრობილიდან. თუმცა, მერე „ქართულმა ოცნებამ“ ეს გამოიყენა და აპირებს გამოყენებას იმისათვის, რომ მიჩქმალოს ის დანაშაულებები, რომელიც ან არ არის გამოძიებული ან თაროზე აქვს შემოდებული. ამისთვის, თუ ჩვენ ვინმეს ვაპატიებთ და ამნისტიაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ რა დააშავა ვინ რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ამის მერე მოხდება ამნისტირება.

ამნისტირების როგორც აქტის მომხრე ვარ, რომ საქართველო უნდა „გადაიტვირთოს“. გადატვირთვა არის შერიგება, მაგრამ ამას წინ უნდა უძღოდეს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. ამ თემაზე მექნება ნიკასთან საუბარი. ჩვენ გვჭირდება 50 დეპუტატი, იმისათვის რომ დავიწყოთ ეს პროცესი, „ქართულ ოცნებას“ და მთელ საზოგადოებას დავანახოთ ვინ რა ჩაიდინა და როგორ ჩაიდინა“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივას შეუერთდნენ.

„ჩვენ „ოცნების“ დეპუტატებსაც მოვუწოდებთ, რომ შემოუერთდნენ ამ ინიციატივას. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნებაშიც“ არიან დეპუტატები, ვისაც აინტერესებს სიმართლის გარკვევა. ეს არ არის პოლიტიკური შოუ, ეს არის ის პროცესი, რომელმაც უნდა დაადგინოს სიმართლე თუ რა მოხდა 20 ივნისს“,- აღნიშნა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს