მამუკა ხაზარაძე - მიღებულ კანონს ჰქვია შიში, პროტესტი ადმინისტრაციული წესით, ჯარიმებით, არანაირად და ვერანაირად ვერ ჩაიხშობა

ამ კანონს ჰქვია შიში. პროტესტი ადმინისტრაციული წესით, ჯარიმებით, არანაირად და ვერანაირად ვერ ჩაიხშობა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომ მმართველი პარტიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო საელჩო იმედგაცრუებულია.

როგორც ხაზარაძე განმარტავს, აშშ-ს საელჩოს განცხადება მკაფიო მესიჯია, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულ და თავისუფლების გზას არ ადგას.

„ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ დაკარგა რეალობის აღქმა. ამ კანონს ჰქვია შიში. მათ ეშინიათ, რომ პროტესტი რამენაირად დასაჯონ. პროტესტი ადმინისტრაციული წესით, ჯარიმებით, არანაირად და ვერანაირად ვერ ჩაიხშობა. ადამიანებს მიენიჭათ იმის უფლება, რომ თავისუფლად გამოთქვან წინააღმდეგობა და პროტესტი კანონის ფარგლებში.

იმისათვის, რომ ვინმემ ზედმეტად დაიყვიროს და ამისათვის ფინანსურად დააჯარიმონ ან სხვა სანქცია დაადონ, ეს სიტუაციას ვერ გამოასწორებს. თუ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის აშენება გვინდა, ასეთი კანონები არის წარმოუდგენელი. შესაბამისად, შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება არის ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ ევროპულ გზას და თავისუფლებს გზას „ქართული ოცნება“ არ ადგას“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა