ლადო ბოჟაძე - დოკუმენტი არ ავალდებულებს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ ოპოზიცია ძალის გამოყენებით დაასწრონ სხდომებს

უსაყვედურო მმართველ ძალას, კონკრეტული კანონპროექტის განხილვაში ოპოზიცია რატომ არ მონაწილეობდაო, უსამართლო და გასაკვირია, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რითაც ეხმაურება პარლამენტის მიერ შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომ მმართველი პარტიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო საელჩო იმედგაცრუებულია.

ლადო ბოჟაძის თმით, დოკუმენტი არ ავალდებულებს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ ოპოზიცია ძალის გამოყენებით დაასწრონ სხდომებს, ეს მათი პოლიტიკური კულტურის და პარტნიორებთან პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა იყოს.

„მინდა გამოვეხმაურო ამერიკის საელჩოს გუშინდელ განცხადებას. უცნაური და ძალიან გასაკვირია მსგავსი შინაარსის საყვედური მმართველი პარტიის მიმართ, მაშინ, როდესაც პარტნიორებმა ელემენტალურად ისიც კი ვერ უზრუნველყვეს, რომ ოპოზიციას შეესრულებინა მთავარი პირობა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ისინი უნდა ჩართულიყვნენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში. ხოლო “ქართული ოცნება” უპირობოდ წავიდა ყველა კომპრომისზე, უსაყვედურო მმართველ ძალას, კონკრეტული კანომპროექტის განხილვაში ოპოზიცია რატომ არ მონაწილეობდაო, უსამართლო და გასაკვირია. პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში ნათლად წერია, რომ ხელმომწერი სუბიექტები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მონაწილეობას მიიღებენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში. დოკუმენტი არ ავალდებულებს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ ოპოზიცია ძალის გამოყენებით დაასწრონ სხდომებს, ეს მათი პოლიტიკური კულტურის და პარტნიორებთან პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა იყოს”, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ძალიან იმედგაცრუებული არიან მმართველი პარტიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო.

როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს