ტყიბულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გაათავისუფლეს

2020 წლის აგვისტოში ტყიბულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გაათავისუფლეს. საქმეზე ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს და დაკავებული ზაზა ჩაფიძე დარბაზიდან გათავისუფლდა. ადვოკატის თქმით, პროკურატურა 35 წლის ზაზა ჩაფიძეს განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში სდებდა ბრალს, რაც 7-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ზაზა ჩაფიძის მეუღლის ინფორმაციით, რეალური მკვლელი დაუსჯელია. მისი მტკიცებით, არსებობს შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც პოლიციის მანქანა ჩანს.

ცნობისთვის, მკვლელობა ტყიბულში გასულ წელს მოხდა, საქმეზე ერთი პირი იყო დაკავებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს