ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ ჩაიტანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ პირველი პარტია ჩაიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ჯანდაცვის მინისტრ თამაზ წახნაკიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ პირველი პარტია მივიღეთ, რომელიც ჩვენს საწყობში ინახება,“ - განაცხადა წახნაკიამ.

მისი თქმით, პირველ რიგში მედიკოსები აიცრებიან, შემდეგ კი პედაგოგები, „საჯარო სექტორის“, „სამართალდამცავი ორგანოების“ თანამშრომლები და ჩვეულებრივი მოქალაქეები.

ვაქცინაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 494 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 13 517 და დაღუპულია 222 ადამიანი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს