კახი კავსაძის ოჯახს გიორგი გახარიამ მიუსამძიმრა

რუსთაველის თეატრში, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. გახარიამ გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.

მსახიობ კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს