გია ვოლსკი - ქართული საზოგადოებრივი სივრცე წალეკა ისეთმა დანაშაულებებმა, რომელიც თითქოსდა წვრილმანი ხულიგნობის სახელითაა ცნობილი, მაგრამ ფაქტობრივად იქცა ურთიერთზიზღის წყაროდ

ქართული საზოგადოებრივი სივრცე პრაქტიკულად წალეკა ისეთმა დანაშაულებებმა, რომელიც თითქოსდა წვრილმანი ხულიგნობის სახელით არის ცნობილი, მაგრამ ფაქტობრივად იქცა მოუთმენლობის, გაუტანლობის და ურთიერთზიზღის შექმნის წინაპირობად და წყაროდ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით აშშ - ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, აშშ - ის საელჩის განცხადება მისთვის გასაგებია, თუმცა, ეს კანონი ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ გამოყენებული არ იქნება. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციაა იმის მტკიცება, რომ ეს კანონი საზოგადოების ინტერესს უპირისპირდება.

„წვრილმანი ხულიგნობა გამოყენებული იქნა როგორც მექანიზმი, გეგმაზომიერი ქმედება კონკრეტული ადრესატებისადმი და მათ შორის, არიან სამართალდამცავებიც, რომლებიც პრაქტიკულად სახელმწიფოს წარმოადგენენ. ამას სჭირდება გარკვეული რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ეს არანაირად არ უნდა ნიშნავდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, ეს პათოსი გასაგებია, რადგან მათ და ევროკავშირს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს ამ ვითარებაში აღებული და მიაჩნია, რომ პარტიებს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მოლაპარაკება და მყარი გარანტიები რაც მათ მიიღეს პოლიტიკური სუბიექტებისგან, არ უნდა იქნას საფრთხის ქვეშ დაყენებული ამ საკანონმდებლო ინიციატივით, მაგრამ მე შემიძლია დავარწმუნო, რომ ეს კანონი, მისი არსი და სულისკვეთება გამოყენებული იქნება საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვინმეს უფლებების შელახვისთვის,"- განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა