გია ვოლსკი - პარლამენტში შემოსული ოპოზიცია ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემებს განიცდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით - ემსახუროს სახელმწიფოს თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას

სააკაშვილს ჰქონდა და დღემდე აქვს რევოლუციური სტრატეგია - თუ ამ უარყოფით ტრენდს ვინმემ შეძლო და უარი უთხრა, საკმაოდ სერიოზული შეტევის ობიექტი აღმოჩნდა, ეს მოქმედებს ფსიქოლოგიურად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმომწერ ოპოზიციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, პარლამენტში შესული ოპოზიცია ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემებს განიცდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით და ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ისინი არც ჯანდაცვის მინისტრის და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენაზე არ მივიდნენ.

მისი თქმით, ჯერჯერობით "პარლამენტში ოპოზიციის საქმიანობა იგივე ნიშნებით ხასიათდება, რაც მათი აქტივობები ქუჩაში."

"რასაკვირველია, მათაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენეს და პრაქტიკულად ბულინგის გარკვეული პროცესი ჩაატარეს საკმაოდ გამიზნულად და კარგად ორგანიზებულად. ვფიქრობ, რომ პარლამენტში შემოსული ოპოზიცია ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემებს განიცდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით - ემსახურონ სახელმწიფოს თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ამის მიზეზია თავდაპირველი გეგმა და სტრატეგია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა და ამ სტრატეგიას დაუქვემდებარა პოლიტიკური სუბიექტები, ფაქტია, რომ გარკვეული გუნდი შეიქმნა, რომელმაც განავითარა ის რევოლუციური სტრატეგია, რაც ჰქონდა და დღემდე აქვს სააკაშვილს. თუ ამ გარკვეულ უარყოფით ტრენდს გამოეთიშა, ან ვინმემ შეძლო და უარი უთხრა, ის საკმაოდ სერიოზული შეტევის ობიექტი აღმოჩნდა. ეს მოქმედებს როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე გარკვეული ეჭვები შეაქვს გადაწყვეტილების სისწორეში, რომელიც დამყარებული იყო საერთაშორისო მიდგომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა