გიორგი ვაშაძე შეცდომად აფასებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას ოპოზიცია არ დაესწრო

სამშაბათს აუცილებლად მივდივართ ბიუროს სხდომაზე. ყველა საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის, მივიღებთ მსჯელობაში მონაწილეობას,-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მოსმენაზე მონაწილეობის არმიღება შეცდომა იყო.

„სამშაბათის დღე საბოლოოდ გვაჩვენებს, ალბათ მოგვიწევს სრულფასოვნად შევიდეთ პარლამენტში. თუმცა, ტექნიკურად ვნახავთ ამ ყველაფერს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც გეტყვით. პარლამენტში საერთოდ ყველა ქვეყანაში არსებობს ოპოზიცია და არსებობს უმრავლესობა. გვინდა თუ არ გვინდა ნებისმიერ კანონს სჭირდება უმრავლესობის მხარდაჭერა. ოპოზიციის როლია, საზოგადოებას აჩვენოს რეალური პრობლემა კონკრეტულ კანონებთან მიმართებაში. ისეთ მყიფე უმრავლესობაში, რომელიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში არის შესაძლებლობა, რომ აზრი საზოგადოების წნეხთან ერთად საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით შევაცვლევინოთ.

როგორც მინიმუმ მაგალითად, კოვიდთან დაკავშირებით, რომ მივსულიყავით ტიკარაძის სხდომაზე და ამას ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ არ მივედი, მე მას ძალიან ბევრ საკითხს შევაცვლევინებდი, იმ აბსურდულ მართვის პროცესში, რომელიც დღეს არის, როგორც მინიმუმ იქ არ დამეთანხმებოდა, მაგრამ წავიდოდა და გააკეთებდა. ასე, არაერთხელ გაუკეთებიათ გასულ წელს ჩემი უბრალო საჯარო განცხადებითაც კი. ჩვენი პარლამენტში მუშაობის მთავარი მიზანი არის დავიცვათ ხალხის ინტერესი. ხალხის ინტერესის დაცვა, არის ის სათქმელი რაც ხალხს აქვს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან იყოს გაჟღერებული. გავზარდოთ წნეხი ჩვენ დასავლელი პარტნიორებთან ერთად უმრავლესობაზე, ისეთი მავნებლური და არადემოკრატიული კანონები არ მიიღონ რაც მიიღეს გუშინ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შესახებ ახალ ინიციატივას წარადგენენ.

„ვაპირებთ, გუშინდელ კანონზე ხელახლა შევიტანოთ ინიციატივა. მოვითხოვთ, იმ ნორმების გაუქმებას რაც ახლა მათ მიიღეს. პირველი მოსმენით, საჯაროდ ხალხის თვალწინ ყველამ ნახოს, თუ რა მოტივაცია აქვს რეალურად „ქართულ ოცნებას“, როცა ამ კანონებს იღებს. პროცესს განსაზღვრავს ხალხი. იმაზე კი არ გაგვაკრიტიკეს რატომ ხართ პარლამენტში, არამედ იმაზე გაგვაკრიტიკეს, რატომ არ ხართ სრულფასოვანად წარმოდგენილი“,- განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა