ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაზე - ძალიან ვწუხვართ, რომ ასეთი მდგომარეობაა - ეკლესია შეეცდება, როგორღაც განკურნოს ეს მდგომარეობა

სიტუაციიდან გამომდინარე, მძიმე ვითარებაა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, ეკლესია შეეცდება, რომ ვითარება "განკურნოს".

"ხალხი ძალიან დაძაბულია, ძალიან ვწუხვართ, რომ ასეთი მდგომარეობაა. ეკლესია შეეცდება, რომ როგორღაც განკურნოს ეს მდგომარეობა. შეიძლება ჩავიდე კიდევაც",-განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, აღნიშნულ საკითხზე სინოდის სხდომაც ხომ არ შეიკრიბება, ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ სხდომის შესახებ "ჯერ ასე ნაადრევად ვერაფერს იტყვის".

"სავარაუდოდ, აქტიურ საკითხებს შორის იქნება",- განაცხადა ჯაღმაიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა