თენგიზ ცერცვაძე - ყოველი 300 ვაქცინირებული ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა - საქართველოში დღეში დაახლოებით 1500-1700 ადამიანი იცრება, ეს მაინც ძალიან ცოტაა, რომ პანდემია დავამარცხოთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტების გათვლებით, ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი ერთ სიცოცხლეს უდრის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში დღიურად 1500-1700 ადამიანი იცრება, რაც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაამარცხოს.

„გაანგარიშებებით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე იმიტომ, რომ ის 300 ადამიანი რომ არ აგეცრა, 300-დან ერთი აუცილებლად მოკვდებოდა. საქართველოში ვაქცინაციის ტემპი ძალიან ცუდი იყო, შემდეგ ნელ-ნელა მოიმატა, მაინც ალბათ, გაჭრა ამ კამპანიამ, რომელიც შესაძლოა იდეალურად არა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. მასმედია თანდათან აქტიურდება და ვაქცინაციის პროცესს პოზიტიურად აშუქებს, თუმცა, ანტივაქსერული მოძრაობაც ძალიან ძლიერია, უკვე დღეში იცრება დაახლოებით 1500-1700 ადამიანი. ეს მაინც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ პანდემია დავამარცხოთ. 5-6 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს, რომ ისრაელის ტემპები ავიღოთ. დღევანდელი აცრების რაოდენობა უნდა გაოთხმაგდეს“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს