თენგიზ ცერცვაძე - გადატანილი კოვიდი ინგლისური შტამისგანაც იცავს - საქართველოში ნახევარზე მეტი ინგლისური შტამია და რეინფიცირება სულ, 10 -15 შემთხვევაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით რეინფიცირების 10-15 შემთხვევაა.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, ვირუსის საწინააღმდეგო აცრის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, კოვიდით ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევაა.

„რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, ეს ჩვენმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იცის, მაგრამ 10-დან 15 შემთხვევაზე მეტი არ არის, ეს ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმის, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ჩვენთან ნახევარზე მეტი ინგლისური შტამია და რეინფიცირება სულ, 10 თუ 15 შემთხვევაა. რაც შეეხება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებას, ასეთი შემთხვევები არის, ეს არ შემისწავლია, მაგრამ რაც ვიცი, სულ 2 თუ 3 შემთხვევაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა