თბილისში, დიდ დიღომში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დატბორილია გზები, ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.
"ინტერპრესნიუსი" საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ადგილზე 17 ჯგუფი მუშაობს.
ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.