ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნით, საარჩევნო კანონში ცვლილებების ხშირი შეტანის პრაქტიკა, საარჩევნო პროცესის მთლიანობის და დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის გაწეული ძალისხმევის შელახვის საფრთხეს ქმნის

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ხშირი შეტანის საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა, საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის გაწეული ძალისხმევის შელახვის საფრთხეს ქმნის,- ამის შესახებ ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს ეხება.

დასკვნაში ხაზგასმულია საარჩევნო კანონის სტაბილურობა, რომელიც საარჩევნო პროცესში საზოგადოებრივი ნდობის წინაპირობაა, რაც ეუთო/ოდირის განმარტებით, გულისხმობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით ფუნდამენტური ელემენტები, მიღებულ უნდა იქნას შემდეგ არჩევნებამდე საკმაო პერიოდით ადრე.

„წინასწარი შეფასების სახით ვიტყვით, რომ საარჩევნო კანონის ნებისმიერი სახის წარმატებული ცვლილება უნდა აიგოს, სულ მცირე, შემდგომ სამ ელემენტზე:1. ცხადი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და მიმართულია წინამდებარე რეკომენდაციების შესრულებისკენ; 2. კანონმდებლობა უნდა იქნას მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე, გაფართოვებული საჯარო განხილვის შედეგად და 3. უნდა იყოს პოლიტიკური ნება, რათა სრულად მოხდეს მსგავსი კანონმდებლობის იმპლემენტაცია.

მსგავსი ჩასწორებების მიღების ღია და გამჭვირვალე მოსამზადებელი პროცესი ზრდის სანდოობას მიღებული კანონმდებლობის მიმართ და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ.

ხაზს ვუსვამთ საარჩევნო კანონის სტაბილურობას, რომელიც საარჩევნო პროცესში საზოგადოებრივი ნდობის წინაპირობაა და გულისხმობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით, ფუნდამენტური ელემენტები მიღებულ უნდა იქნას შემდეგ არჩევნებამდე საკმაო პერიოდით ადრე. საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ხშირი შეტანის საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა, საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის გაწეული ძალისხმევის შელახვის საფრთხეს ქმნის,“- ნათქვამია დასკვნაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო