პატრიარქი ისრაელში, ლაგ ბა-ომერის დღესასწაულზე მომხდარი ტრაგედიის გამო ისარელის პრეზიდენტს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისრაელში, ლაგ ბა-ომერის დღესასწაულზე მომხდარი ტრაგედიის გამო ისარელის პრეზიდენტს რეუბენ რივლინს სამძიმარს უცხადებს.

როგორც სამძიმრის წერილშია ნათქვამი, ტრაგიკულმა ფაქტმა საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია.

„თქვენო აღმატებულებავ, მერონის მთაზე გუშინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია. ჩვენი მხრიდანაც გამოვხატავთ დიდ გულისტკივილს და გთხოვთ, სამძმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ ებრაელ ხალხს.

დაშავებულებს კი ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ისრაელში, მერონის მთის ძირას ლაგ ბა-ომერის დღესასწაულზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 44 და დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი. 40-მდე დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი ვიწრო ადგილში ასობით ადამიანის ერთდროულად ჩასვლამ გამოიწვია, როდესაც რამდენიმე მათგანს ფეხი დაუცურდა და წაიქცა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ დაინახა „ერთმანეთზე დაცემული ათობით ადამიანი, რომელთა უმეტესობამ ჭყლეტაში მოყოლის შემდეგ გონება დაკარგა“.

ისრაელში 2 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა