მამუკა ხაზარაძე - კახი კავსაძე იყო ნაღდი ქართველი ადამიანი

„კახი კავსაძე იყო ნაღდი ქართველი ადამიანი", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან რუსთაველის ეროვნულ თეატრთან განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ, მსახიობის ოჯახს მიუსამძიმრა.

"ერთი სიტყვით, რომ ვთქვა, კახი კავსაძე იყო ნაღდი ქართველი ადამიანი, რომელიც სრულად გამოხატავდა იმ განწყობას, სიყვარულს თავისი ქვეყნის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ, ენის, მუსიკის მომართ. ნამდვილად დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი შესრულებული როლები, დიდი თუ პატარა, მისი ნებისმერი გაელვება სცენაზე, თუ ეკარნზე იყო მაგალითი",- აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან დღეს, 14:00 საათზე გამოასვენებენ. მსახიობს ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა