ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ტექნოლოგიების საპილოტე პროექტის დანერგვის რეკომენდაციით გამოდის

ვენეციის კომისია და ეუთო /ოდირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ტექნოლოგიების საპილოტე პროექტის დანერგვის რეკომენდაციით გამოდის და ამასთანავე, განმარტავს, რომ მომავალ არჩევნებამდე დარჩენილი შეზღუდული დროის გათვალისწინებით, საპილოტე პროექტის გამოყენება ყველაზე ოპტიმალური შესაძლებლობაა.

გარდა ამისა, საქართველოს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ ოდირის ერთიანი რეკომენდაციების თანახმად, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის არეალში უნდა აიკრძალოს პარტიის წარმომადგენლებისა და კამპანიური ხასიათის აქტივობები. ამასთანავე, უნდა ჩამოყალიბდეს სრულყოფილი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც გადათვლისა და გაბათილების პროცესს განსაზღვრავს და ობიექტურ კრიტერიუმებს ჩამოაყალიბებს გადათვლისა და გაბათილების პროცესზე, რაც უზრუნველყოფს დათვლისა და არჩევნების შემდგომის დავების განხილვის პროცესის გამჭვირვალე, სამართლიანი და ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრებას.

„უნდა მოხდეს სასამართლოში საარჩევნო დავების დროულად განხილვის ხელშეწყობა, სასამართლოში საჩივრების ელექტრონულად წარდგენის, მათი დედლაინის დღის შუაღამემდე გაგზავნისა და დისტანციური მოსმენის შესაძლებლობის საშუალებით;

რეკომენდირებულია საჩივრების წარდგენისა და განსჯის ვადების შემდგომი გახანგრძლივება და იმის უზრუნველყოფა, რომ ტექნიკური ფორმალობები ხელს არ შეუშლის საჩივრების სათანადო განხილვას;

ამასთანავე, უნდა დაკმაყოფილდეს ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებს უნდა ჰყავდეს მსგავსი ან შესაბამისი ამომრჩეველთა რაოდენობა.

უნდა შეიქმნას ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების დეტალური და ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩო. იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებამდე ლიმიტირებული დროა დარჩენილი, შესაძლოა, გარკვეული ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტის გამოყენება ერთადერთი ოპტიმალური შესაძლებლობა იყოს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა