მსახიობ კახი კავსაძის დაკრძალვას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

მსახიობ კახი კავსაძის დაკრძალვას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება. ბიძინა ივანიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლესთან ერთად იმყოფება.

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის ეროვნულ თეატრში 3 დღე მიმდინარეობდა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

კახი კავსაძის ოჯახს ასევე მიუსამძიმრეს მსახიობებმა, მომღერლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს