კახა კალაძე - მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე მეწყრულ ზონაში პრევენციული სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება

მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე მეწყრულ ზონაში პრევენციული სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვიდეოჩართვისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ზონაში შესაბამისი ღონისძიებები პირველივე დღეებიდან გაატარა.

„ე.წ. ექსპერტების მხრიდან დიდი კრიტიკა მოდიოდა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ვიმსახურებდით. პირველივე დღიდან, როგორც კი გაჩნდა საფრთხე, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. გზა ჩაიკეტა, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა. ამჟამად კი, კონკრეტული არეალი მზადდება უკვე შემდეგი ეტაპისთვის. როგორც კი პროექტი მზად იქნება, მეორე ეტაპს დავიწყებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა