USAID-ის მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სამოგზაურო პლატფორმა Steller-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა მოაწერეს, ხოლო აშშ-დან დოკუმენტს ხელი დისტანციურად Steller-ის თანადამფუძნებელმა პიტერ ბრაიანტმა მოაწერა.

მათივე ცნობით, მემორანდუმის მიხედვით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო პლატფორმა Steller საქართველოში პროექტ „Digital Day in the Life of Georgia"-ს მოაწყობს.

„ 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლითსაქართველოში პროექტი „ციფრული დღეებისაქართველოში" გაიმართება და Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანიბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტური გაიმართება. ჯამში საქართველოს 20-მდებლოგერი ეწვევა.

Steller-მა მსგავსი კამპანია 2019 წელს ირლანდიაში გამართა, შედეგად სოციალურ ქსელებში 72 მილიონი ნახვა და რეაქცია მიიღო.

"Digital Day in the Life of Georgia" ფარგლებში ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებენ. პრეს-ტურის მონაწილეები სოციალურ ქსელებშიპოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ. შექმნილი მედია პროდუქტი სოციალურ ქსელებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის ვებ გვერდებზე აიტვირთება.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის ქვეყნებში”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა, USAID-თან თანამშრომლობა აღნიშნული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

„მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა Steller-ის და სხვადასხვა სოციალური ქსელების ინფლუენსერები მაისში საქართველოს ეწვევიან. USAID-თან თანამშრომლობა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. USAID ჩართულია უშუალოდ Steller-ის და ინფლუენსერების საქართველოში ვიზიტის განხორციელებაში. დღეს ჩვენ ვართ ეპოქაში, როდესაც ციფრული მარკეტინგი მნიშვნელოვანი ხერხია საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, ინფლუენსერებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ, რადგან ისინი უშუალოდ ტურისტული პროდუქტის მომხმარებლები არიან“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი კი დასძენს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ტურიტების რაოდენობის ზრდას საქართველოში.

„ჩვენს ინფლუენსერებს მთელ მსოფლიოში აშშ-ში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მილიონობით მიმდევარი ჰყავთ სოციალურ ქსელებში, ჩვენ გვჯერა, რომ ისინი სწორ დროს და სწორ სამიზნე აუდიოტრიას საქართველოს შესახებ მოუყვებიან ამბებს, რაც პოსტ კოვიდურ რეალობაში ხელს შეუწყობს ტურიტების რაოდენობის ზრდას საქართველოში", -აცხადებს მაკკორდი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს