რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. წლევანდელი აღდგომაც პანდემიის პერიოდს ემთხვევა, ამიტომაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისული მრევლი სააღდგომო ლიტურგიაში პირბადით მონაწილეობდა.

სააღდგომო ლიტურგიას სამების ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წარუდგინეს. უწმინდესი პატრიარქი ყურადღებას კვლავ სულიერების ამაღლებაზე ამახვილებს და ადამიანებს ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს