რელიგიის საკითხთა სააგენტო სახარების რწმენის ეკლესიას და საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სააგენტო სახარების რწმენის ეკლესიას და საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს .„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს. აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულია, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და განახლების სიმბოლო. ქრისტე აღდგა!“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სააგენტოს მილოცვაში.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს.

„აღდგომა სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, სიკეთეს და სიხარულს გისურვებთ, ქრისტე აღდგა!“ - ნათქვამია მილოცვაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს