ირაკლი ღარიბაშვილი - ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

აღდგომა გვავსებს სიხარულითა და იმედით - სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების რწმენით, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

მთავრობის მეთაური ულოცავს ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

“კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მათ ბედნიერებას, მშვიდობას, სიკეთეს და ჯანმრთელობას. ქრისტე აღდგა!”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო