ირაკლი ღარიბაშვილი - ვულოცავ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს - მისმა განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება მოუტანა

ვულოცავ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს,- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით ,ქალბატონი ნონას განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება მოუტანა, მისი სახელი მხოლოდ გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და ეროვნული სიამაყის გრძნობით ავსებს ყველა ქართველს.

“მსოფლიოს უდიდესი მოჭადრაკისა და საქართველოს ნამდვილი პატრიოტის ღვაწლი ჩვენი საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით არის დაფასებული.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ ნონას დაბადების დღეს და ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და გამარჯვებებს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო