სერგო ჩიხლაძე - ამ კვირიდან ჩვენი გუნდი, ასევე ჩვენი კოლეგები, საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩავერთვებით

ჩვენი მხრიდან საპარლამენტო საქმიანობაში 100%-იანი ჩართულობა იქნება 5 პუნქტთან დაკავშირებით და ასევე, სხვა ინიციატივებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო რეფორმის საკითხზე მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება.

„საარჩევნო რეფორმაში აქტიურად ვიქნებით ჩართულები. ამ კვირიდან უკვე ჩვენი გუნდი, ასევე ჩვენი კოლეგები, როგორც გადავწყვიტეთ, აქტიურად ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში, ყველა დონეზე, იქნება ეს საკომიტეტო მოსმენები, სესიები, ბიურო თუ ასე შემდეგ. ჩვენი მხრიდან საპარლამენტო საქმიანობაში 100%-იანი ჩართულობა იქნება 5 პუნქტთან დაკავშირებით და ასევე, სხვა ინიციატივებთან დაკავშირებით. ამ 5 პუნქტს სჭირდება შესრულება და ბოლომდე მიყვანა, მაგრამ ამ პუნქტების გარდა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, ამ საკითხებსა და პრობემებზე ჩვენ გვაქვს ჩვენი ინიციატივები და ჩვენი ხედვები. ამის და საზოგადოების დაკვეთის გამო, სრულად ჩავერთვებით ამ საქმიანობაში “, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ აიღო პასუხისმგებლობა, მოაწერა დოკუმენტს ხელი და ახლა ყველანაირად ეცდება, შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს.

„ვიღებთ პასუხისმგებლობას და მზად ვართ კრიტიკისთვისაც და ამ კრიტიკაზე პასუხის გასაცემადაც. ასე, რომ არანაირი სახის შენარჩუნება, უკან დახევა, ჩვენი მხრიდან ამ შეთახმების შესრულებაზე არ იქნება, ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა