პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

უწყების ცნობით, ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ საკონსულოს და მათ მიეცათ განმარტება, თუ რა პროცედურებია საჭირო, რომ პოლონურმა მხარემ დაიწყოს ოფიციალური პროცედურები დაკარგული მოქალაქის მოსაძებნად.

„პოლონეთში საქართველის საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან, რათა მიიღოს უახლესი ინფორმაცია“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო