რელიგიის სააგენტო მუსლიმ თემს დღესასწაულს ულოცავს

დღეს შიიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს - ყადირის (ლაილათ ალ-კადრ) ღამეს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმციაშია აღნიშნული, მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამადს ღვთიური წიგნის ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ ყადირის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ. აღნიშნული ღამე აღინიშნება რამადანის თვის ბოლო დეკადაში.

"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს შიიტური მიმდინარეობის მუსლიმ თემს დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა