ამირან გამყრელიძე - დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ვიდრე მარტი-აპრილში გვქონდა

ბოლო 2 კვირაა ვმერყეობთ 800-1200 შემთხვევებს შორის, ეს არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჯანგბადი და წამლები“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-მდე გაიზარდა.

„დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია გიდასტურებთ, რომ გაუარესებულია, ვიდრე გვქონდა ეს მარტი-აპრილში. ეს ეპიდსიტუაცია ჯანდაცვის სისტემის მიერ საკმაოდ კარგად იმართება. დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში არის 788, 10 ათასამდე ტესტის ფონზე. ჩვენ ბოლო 2 კვირაა ვმერყეობთ 800-1200-ს შორის, რომელიც სრულად მართვადია ჯანდაცვის სექტორის მიერ და არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჯანგბადი და წამლები. ნოემბერში პიკზე გქვონდა 5000-ზე მეტი შემთხვევა. დიდი ალბათობით, აქამდე არ უნდა მივიდეთ. მივეჩვიეთ პირბადის ტარებას, ბოლო მონაცემებით, 75 პროცენტია პირბადის ტარების მაჩვენებელი “,-აცხადებს გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო