ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია და ამ კვირაში სამინისტროს კონცეფცია წარედგინება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია.

მისივე თქმით, ამ კვირაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდპასპორტთან დაკავშირებით კონცეფციას წარუდგენს.

"ჩვენთან კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს წარვუდგენთ ამ კოვიდპასპორტთან დაკავშირებით კონცეფციას, როგორ მუშაობს კოვიდპასპორტი, შემდეგ წარედგინება საკორდინაციო საბჭოს და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას.

კოვიდპასპორტი არის ის დოკუმენტი, სადაც აღინუსხება ელექტრონულ ან ქაღალდის მატარებელზე თქვენი აცრის სტატუსი, გაქვთ თუ არა ბოლო 72 საათში PSR ტესტი ან სწრაფი ტესტი გაკეთებული და მისი პასუხი. ასევე, შესაძლებელია იქ იყოს გაქვთ თუ არა გადატანილი დაავადება, ეს განხილვის საგანია. ამის გარკვევა სპეციალური ქიუარ კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს არის სერტიფიკატი, რომ თქვენ ორჯერ აიცერით ამა და ამ ვაქცინით" , - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო