“თიბისი” კონცეპტის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია - „ანაგი დეველოპმენტი“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს

“თიბისი” კონცეპტის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია - „ანაგი დეველოპმენტი“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, “თიბისი” 2017 წლიდან სამშენებლო კომპანია - „ანაგის“ სტრატეგიული პარტნიორია და ეს თანამშრომლობა დეველოპმენტის მიმართულებითაც გრძელდება.

„თიბისი“ კონცეპტისა და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლებს პარკ ჰოუმ ვაკესა და პარკ ჰოუმ საბურთალოს პროექტებში ბინის შეძენისას ეძლევათ განსაკუთრებული შესაძლებლობა ისარგებლონ სპეციალური პირობებით იპოთეკურ სესხზე:

  • პირველადი შენატანი - 0%
  • უზრუნველყოფა - მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება
  • ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, ლარში, მშენებლობის დასრულებამდე - 7.5%
  • დარჩენილ ვადაზე რეფინანსირების განაკვეთს + 3,3%
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 11,41%-დან
  • სესხის ვადა - 180 თვე

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 2021 წლის 1 ივნისამდე.

პარკ ჰოუმ ვაკე აერთიანებს:

  • საბავშვო და სპორტულ მოედნებს
  • ფიტნეს დარბაზსა და 25 მეტრიან აუზს
  • პარკინგს
  • ლობის კონსიერჟის მომსახურებით
  • 2 ჰა ფართობის პარკს

პარკ ჰოუმ ვაკე ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრითაა დაშორებული და 3 დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ბინების ფართი იწყება 44 კვ.მ-დან და ბარდება „კომფორტ სტანდარტ +“ კონდიციით, რაც გულისხმობს ბინის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას, გათბობისა და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით.

მშენებლობა დასრულდება 2022 წლის ივლისში.

პარკ ჰოუმ საბურთალო აერთიანებს:

  • კომერციულ და გასართობ ობიექტებს
  • სპორტულ და საბავშვო მოედნებს
  • ორ აუზს
  • ფიტნეს დარბაზს
  • 6000 კვ.მ-ის ფართის რეკრეაციულ ზონას

პარკ ჰოუმ საბურთალო პრემიუმ კლასის ახალი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, მეტრო დელისიდან მხოლოდ 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ბინების მინიმალური ფართი იწყება 42 კვ.მ-დან ,ბარდება სრული რემონტით, სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული ღუმელით, გამწოვითა და გაზის კომბინირებული ზედაპირით.

მშენებლობა დასრულდება 2023 წლის სექტემბერში.

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი წარმატებული ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგის ახალი მიმართულებაა, რომლის პრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრეაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს. სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 30 წლის წინ დაარსდა და დღეისათვის კომპანიაში 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თიბისისა და „ანაგს“ ერთობლივად 11-მდე პროექტი აქვთ განხორციელებული.

თიბისი კონცეპტის ყველა დეველოპერული შეთავაზების ნახვა შესაძლებელია: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-concept-mortgage“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ