ეროვნული ბანკი ISET-თან ერთად ნიჭიერი სტუდენტების გამოსავლენად კონკურსს იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან თანამშრომლობით, ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად კონკურსს იწყებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება ISET-ის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ.

„ეროვნული ბანკის ეს ინიციატივა ნიჭიერი ახალგაზრდა ეკონომისტების გამოვლენასა და მხარდაჭერას ემსახურება. ეკონომიკური და ფინანსური საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან, მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები. გამარჯვებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს ეროვნულ ბანკში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.

ეროვნული ბანკის ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის მიზანი ახალგაზრდების კვლევითი ნაშრომების მიმართ დაინტერესების წახალისება და მათი ჩართულობის გაზრდაა. კვლევითი ნაშრომები მიიღება ეროვნული ბანკისათვის განსაკუთრებულად აქტუალურ სფეროებზე - ფინანსური სტაბილურობის, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის საკითხებზე და მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისათვის მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეულ შესწავლაში.

საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2021 წლის 4 მაისიდან. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. “, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს