ირაკლი ქადაგიშვილი - ახლა უქმეებია გამოცხადებული, რომელიც 13 მაისს დამთავრდება და პირველივე სესიაზე გამოვა ამნისტიის პროექტი

ახლა უქმეებია გამოცხადებული, რომელიც 13 მაისს დამთავრდება და პირველივე სესიაზე გამოვა ამნისტიის პროექტი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უქმე დღეებში საპარლამენტო საქმიანობის შეჩერების გამო ხომ არ გვიანდება ამნისტიის კანონპროექტის მიღება და ხომ არ ირღვევა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ვადები.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, „დასვენება არ არის ამნისტიის გამო" და ხელოვნურ კრიზისზე არ შეიძლება საუბარი იყოს, რადგან პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.

"დასვენება არ არის ამნისტიის გამო, უქმე დღეები სახელმწიფომ შემოიღო როგორც პანდემიის ჯაჭვის გაწყვეტის ერთ-ერთ საშუალებად, ამიტომ აქ არაფერ შუაშია საპარლამენტო და მითუმეტეს ამნისტიის პროცესი. როგორც კი დამთავრდება უქმე დღეები პირველივე სესიაზე ხდება სწორედ ამნისტიის კანონის ინიცირება.

სწორად უნდა წავიკითხოთ ხელშეკრულებაში ჩადებული ყველა მუხლი - ( ამნისტიის პროექტზე) იქ წერია რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ გარკვეული დრო დავხარჯეთ იმისთვის, რომ ოპოზიციასთან გვქონოდა კონსულტაციები, რათა შევჯერებულიყავით ერთიან პროექტზე. ამიტომ ეს ვადა სწორედ კონსულტაციებს და შიდა პოლიტიკურ დებატებს დასჭირდა. ახლა უქმეებია გამოცხადებული, რომელიც 13 მაისს დამთავრდება და პირველივე სესიაზე გამოვა ამნისტიის პროექტი. როგორც შეიძლება ხელოვნურ კრიზისზე ვისაუბროთ ამ შემთხვევაში. პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, კრიზისი არც ადრე იყო, ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა იყო მთელი 6 თვე,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა