დავით დარჩიაშვილი - ციხიდან ისეთი ნიკა მელია გამოვა, როგორიც შევიდა

ციხიდან არსებითად ისეთი ნიკა მელია გამოვა, როგორიც შევიდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა დავით დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად გამოვა მელია საპატიმროდან, როგორც კიდევ უფრო გაძლიერებული ოპოზიციონერი ლიდერი.

მისივე თქმით, პოლიტიკა მუდამ ინოვაციური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ამ გზაზე დგას.

„ვფიქრობ, ციხიდან არსებითად ნიკა მელია ისეთი გამოვა, როგორიც შევიდა. პოლიტიკა ითხოვს მუდამ ინოვაციური ნაბიჯების გადადგმას. ის ამ გზაზე დგას, თანახმაა ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე. ყველაფერი დანარჩენი შემდეგ მოხდება, როდესაც მას პარლამენტში ვიხილავთ. საერთო ოპოზიციური პარტიების ლიდერი გახდეს ამის პოტენციალი აქვს, თუმცა ამავე დროს სახეზეა ოპოზიციურ სპექტრში უთანხმოებები“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის გარეთ დარჩება, დაზარალდება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, რაღაცნაირად მორალური მხარე შეინარჩუნოს და ამავდროულად თავისი მოქმედებებისთვის საპარლამენტო ტრიბუნაც გამოიყენოს. თუ ამას არ იზამს და პარლამენტის გარეთ დარჩება, დაზარალდება. ამავდროულად ასეთია მოლოდინი სტრატეგიული პარტნიორების, რომ პარტიები პარლამენტში უნდა შევიდნენ. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ გაყალბებების აღიარება ხდება, ან 20 ივნისის სრული პატიება ხდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ანალიტიკოსის შეფასებით, მიმდინარე მოვლენებში უკან ხელისუფლებამ დაიხია.

„ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს, იმან შეიტანა წვლილი ამ ევროპული არჩევანის გადარჩენაში. სულ ერთია, რომელი პარტიის წარმომადგენელზე ვისაუბრებთ. მათ შორის თალაკვაძეზე, რომლის პარტიის მიმართ, გულახდილად, რომ ვთქვა არანაირი სიმპატია არ გამაჩნია. მე მაინც მგონია, ხელისუფლებაა ვინც უკან დაიხია! დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწიათ, რომელშიც იდეებია გატარებული, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, არსებითად იქ საუბარია პოლიტიკურ პატიმრებზე და ამ დოკუმენტზე თალაკვაძის ხელმოწერაა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა