გია ვოლსკი - ნიკა მელიას სვლა აღარ დარჩა, გირაოს უნდა დათანხმდეს - პოლიტიკური გმირი და წამებული ვერ გახდა, რასაც ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა

ნიკა მელიას სვლა აღარ დარჩა - უნდა გირაოს დათანხმდეს და საპატიმროდან გამოვიდეს, მაგრამ შტურმის მომწყობთა ბრიგადირის როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, - ეს განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკიმ აქვე დასძინა, რომ მელია ამ როლით პოლიტიკური გმირი და წამებული ვერ გახდა, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი - მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ნიკა მელიას ადვოკატებით დასრულებული - იყო ის, რომ როგორმე მელიასგან წამებული გმირის ფიგურა შეექმნათ. ეს არ გამოვიდა! საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მოთხოვნა, რასაკვირველია, პოლარიზებულია იმ სტრატეგიასთან და გეგმასთან, რაც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. მელია ამ ორ განზომილებას შორის არის დაკარგული. არ მგონია, რომ მას ადვოკატებმა სწორი რჩევები მისცეს - დავინახეთ მათი მოქმედება სასამართლოში. საზოგადოების წინაშე ბევრად სერიოზული და მნიშვნელოვანი ამოცანებია, რომელშიც ვერ ეწერება პათოსი, რისი შექმნაც „ნაციონალურ მოძრაობას სურს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოსლკიმ.

მისივე თქმით, აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს მელიას ციხეში ყოფნა ხელისუფლებას აწყობს.

„გააფთრებით იბრძოდნენ, რომ მელია როგორმე ციხეში წასულიყო. ახლა გააფთრებით იბრძვიან, რომ თუკი გირაოს დასთანხმდა, როგორმე სახე შეინარჩუნონ. ეს არის დილემა, რის წინაშეც ეს კონკრეტული პარტია დგას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!