გია ვოლსკი 20 ივნისის მოვლენებზე - ყველას არქივშია, თუ რა ხდებოდა პარლამენტის წინ

საერთაშორისო თანამეგობრობამ და საზოგადოებამ გაიგო, მაგრამ მარტო კახეთის გზატკეცილსა და მათ გარშემო შეკრებილმა სატელიტმა სუბიექტებმა ვერ გაიგეს, რომ ამნისტია ერთ მთავარ მიზანს ემსახურება - როგორმე ისტორიის მძიმე მონაკვეთი წარსულში დავტოვოთ და ახალი ნაბიჯი გადავდგათ, რათა სამშვიდობოს გავიდეთ! - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციტივის თაობაზე დასმულ კითხვას.

ვოლსკიმ აქვე დასძინა, რომ პარლამენტის რეგლამენტი ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

„თუკი ვინმეს ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობა ეკუთვნის დაზარალებულთა, პოლიციელთა თუ სახელმწიფოს წინაშე, ეს არის ნიკა მელია და ის პარტიული ორგანიზაცია, რომელიც მის გარშემო მოქმედებდა. ყველას არქივშია, თუ რა ხდებოდა პარლამენტის წინ“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს