„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის გამოყოფილ დაწესებულებებს, შესაძლოა, ამბულატორიული ქსელიც დაემატოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის გამოყოფილ დაწესებულებებს, ­შესაძლოა, ამბულატორიული ქსელიც დაემატოს.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის პასუხად განაცხადა.

„იმ ადგილების რაოდენობა, რომელიც იყო „სინოფარმისთვის“ გამოყოფილი, განსაკუთრებით თბილისში, შეივსო. ჩვენ ამ კვირაში, ძალიან მალე, დღეს-ხვალ, კიდევ ვიმსჯელებთ და დავამატებთ დამატებით დაწესებულებებს. „სინოფარმი“ პოლიკლინიკურ დაწესებულებებში შესაძლებელია რომ ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია. პრაქტიკულად არ არის ანაფილაქსიასთან დაკავშირებით რისკები გამოხატული. ამდენად, ამბულატორიულ ქსელში „სინოფრამის“ გაკეთება უსაფრთხოდ არის შესაძლებელია და დამატებით დაემატება ადგილები იმისთვის, რომ სწრაფად მოვიცვათ“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა