თამარ გაბუნიას ინფორმაციით, “ასტრაზენეკათი” აცრის ასაკი კვლავ 55 წელს ზევით რჩება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, “ასტრაზენეკათი” აცრის ასაკი კვლავ 55 წელზე ზევით რჩება.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, 55 წელზე ზევით ასაკობრივი ჯგუფი ევროპის რეგიონში მყოფი 10-12 ქვეყნის მსგავსად შეირჩა და ამაზე გასულ კვირას კლინიკური ჯგუფის სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა ჯგუფიას პოზიცია არ შეცვლილა.

,,ასტრაზენეკის” აცრის ასაკად 55 წელზე ზევით შევარჩიეთ ევროპის რეგიონში 10-12 ქვეყნის მსგავსად. გასულ კვირას კლინიკურ ჯგუფში იყო მსჯელობა და ჯერჯერობით კლინიკური ჯგუფი ისევ იმ პოზიციას ემხრობა, რომ შევინარჩუნოთ 55 წელზე ზემოთ ასაკი “ასტრაზენეკასთვის”. თუმცა, თუ იქნება დამატებითი რეკომენდაციები და ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისაგან ექსპერტების ჯგუფი ჩვენთანაც გადახედავს ამას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო