ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზების მიღება ივნისშია მოსალოდნელი

„კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზები ივნისშია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, ბაზარზე შესაძლოა, გააქტიურდეს ამერიკული კომპანია „ნოვავაქსის“ ვაქცინაც.

„ამ ეტაპზე „სინოფარმი“ გვაქვს. ასევე იცით, „სინოვაკია“ ქვეყანაში და მის გამოყენებასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად დავიწყებთ. გუშინ უკვე გამოქვეყნდა ძალიან კარგი მონაცემები, ორივე ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, რაც იმედის მომცემია იმ კუთხით, რომ ავტორიზაციას ორივე ვაქცინა მალე მიიღებს.

მოკლე ხანში შესაძლებელია ბაზარზე „ნოვავაქსის“ მეტად აქტიურად გამოჩენა, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმით, ასევე უშუალოდ „ნოვავაქსთან“ მოლაპარაკების საშუალებით. ასევე „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზები ივნისშია მოსალოდნელი.

მიდის მუშაობა „ფაიზერთან“ დამატებით დოზებზე, რაზეც ინფორმაცია მოკლე ხანში გვექნება“, - აცხადებს გაბუნია.

იხილეთ ვიდეო:თამარ გაბუნია - "კოვაქსიდან" "ფაიზერის" გარკვეული დოზების მიღება ივნისშია მოსალოდნელი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა