თამარ გაბუნია 67 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე - ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ ვაქცინაციის შემდგომ აღმოცენდა, შესწავლას ექვემდებარება - გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც შეისწავლის

ჩვენი გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც, რა თქმა უნდა, შეისწავლის და გვექნება დასკვნა მიზეზშედეგობრიობის შესახებ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თბილისში, 67 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას უკავშირდება თუ არა.

მისივე თქმით, ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ ვაქცინაციის შემდგომ აღმოცენდა, შესწავლას ექვემდებარება.

„ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ აღმოცენდა ვაქცინაციის შემდგომ რა თქმა უნდა, შესწავლას ექვემდებარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ მაქვს, მაგრამ ჩვენი გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც, რა თქმა უნდა, შეისწავლის და გვექნება დასკვნა მიზეზშედეგობრიობის შესახებ“, - განაცხდა გაბუნიამ.

ცნობისთვის, წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, 67 წლის კაცმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა