სოზარ სუბარი - ნიკა მელიას თანხმობის გარეშე გირაოს არავინ გადაიხდის - თუ სხვანაირად უნდა, მკაფიოდ თქვას, ქვეტექსტებით კი არა

ამბობდნენ, მელია როგორც სპეცრაზმით შეიყვანეს, ისე გახდება სპეცრაზმით ციხიდან გამოსაყვანიო, ახლა იხვეწება, ოღონდ ვინმემ გადაუხადოს გირაო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ეს მელიამ მკაფიოდ თქვას და ქვეტექსტებით არ ისაუბროს, რადგან თუ მისი თანხმობა არ იქნება, გირაოს არავინ გადაიხდის.

„ბოლო წუთამდე ნიკა მელია და მისი ადვოკატები ამბობდნენ, არავინ გაბედოს გირაოს გადახდა, მელია მაინც არ გამოვა ციხიდან, როგორც სპეცრაზმით შეიყვანეს, ისე გახდება სპეცრაზმით გამოსაყვანიო, ახლა იხვეწება, ოღონდ ვინმემ გადაიხადოს, არ დავთანხმდები, მაგრამ გამოვალ დიდი სიამოვნებითო. „ნაციონალური მოძრაობა“ ეძებს გზას, როგორ შემოვიდეს პარლამენტში ისე, რომ სახე შეინარჩუნოს, რადგან იცის, რომ მარგინალიზაცია ელოდება ქუჩაში, ნიკა მელიაც იძულებული გახდა გადაეთქვა ყველა გამონათქვამი. გადაიხდის გირაოს ის ევროპული ორგანიზაცია და გამოვა მელია გარეთ. დღემდე ამბობდა, არავინ გაბედოს გირაოს გადახდა ჩემი თანხმობის გარეშეო, არც არავინ გადაიხდის, თუ მისი თანხმობა არ იქნება, რადგან ამას ითხოვდა თვითონ, თუ სხვანაირად უნდა, მკაფიოდ თქვას ოღონდ ვინმემ გადაიხადეთო, ქვეტექსტებით კი არა,“ - განაცხადა სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა