გიორგი ვაშაძე - ოქტომბრისთვის თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს

ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი და როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებისკენ იძულება გავაკეთეთ ადამიანებმა, რომლებსაც თითქოს დაბალი მხარდაჭერა გვქონდა, ასე უნდა შევათანხმოთ ყველა მხარე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა მესამე ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ვერ გამოვა.

,,საქართველოს ხელისუფლება რომ შეიცვალოს აუცილებელია მესამე მძლავრი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა. სხვა შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ნეგატიური, არაფრისმკეთებელი კამპანიით 7 არჩევნები აქვს მოგებული. ბოლო არჩევნები გააყალბა კიდეც. ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი. როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებისკენ იძულება გავაკეთეთ ადამიანებმა, რომლებსაც თითქოს დაბალი მხარდაჭერა გვქონდა, მაგრამ გვეყო ძალა პასუხისმგებლობა აგვეღო ჩვენს თავზე, ასე უნდა შევათანხმოთ ყველა მხარე, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და პერსონალურ დაპირისპირებას ავაცდინოთ. თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო:გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო