ოკუპირებულ ცხინვალში რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ გამოყენებით ვაქცინაცია დაიწყო

ოკუპირებულ ცხინვალში დღეიდან რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ გამოყენებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ანატოლი ბიბილოვის პრესმდივან დინა გასიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო,“- განაცხადა გასიევამ სააგენტოსთან საუბარში.

ცნობისათვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „ჯანდაცვის მინისტრმა“ გიორგი ტოჩიევმა 22 აპრილს განაცხადა, რომ რეგიონში „სპუტნიკის“ შემოტანას ორ კვირაში ელოდნენ.

იხილეთ ვიდეო:ოკუპირებულ ცხინვალში რუსული ვაქცინა "სპუტნიკის" გამოყენებით ვაქცინაცია დაიწყო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს