დავით მათიკაშვილი - გიჟური კარგად უხდება სააკაშვილის ნებისმიერ გამონათქვამს და საქციელს - სინამდვილეში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს

უკვე თქვეს და ალბათ, ტავტოლოგია იქნება კვლავ გავიმეორო, რომ გიჟური კარგად უხდება სააკაშვილის ნებისმიერ გამონათქვამს, მის საქციელს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდს თუ ავიღებთ, საერთოდ ესატყვისება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოში მას "გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს".

მისი თქმით, მხარდაჭერა ძალიან კარგად იზომება არჩევნებზე და არჩევნებს შორის გამოკითხვებზე.

"ამ სტატისტიკური მონაცემიდან შეგვიძლია გამოვიდეთ - თუ გადავავლებთ 2012 წლიდან ჩატარებულ არჩევნებს და იქ ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებულ შედეგებს, დავრწმუნდებით, რომ გიჟური მხარდაჭერა სიტყვა გიჟურის ყველაზე ცუდი გაგებით შეგვიძლია გავიგოთ, რადგან სინამდვილეში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო