„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ “სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს, ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გასათავისუფლებლად არასაკმარისად მუშაობს.

„ქვეყანაში არ არსებობს ანტისაოკუპაციო სტრატეგია, ასევე არ არის გაწერილი შესაბამისი გეგმა თუ რა შეიძლება გააკეთოს ქვეყანამ, როდესაც ჩვენი მოქალაქეების გატაცება და უკანონო სასჯელის მისჯა ხდება. ქვეყანას სამწუხაროდ არ გააჩნია განახლებული დეოკუპაციის გეგმა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარ პრობლემად კვლავ ამ მიმართულებით შესაბამისი პოლიტიკური დონის დოკუმენტი არ არსებობს და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა რაც დღეს საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია, არასწორია”,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გახელაძეების ოჯახში სტუმრობისას პარტიის ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ეს არ არის ერთჯერადი ხასიათის შეხვედრა და ისინი კიდევ შეხვდებიან, უფრო მეტი დეტალის გასარკვევად.

„გვაქვს ინიციატივა, რომ შევხვდეთ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ, რათა მოხდეს სამომავლო გეგმებისა და ქმედითი ნაბიჯების დასახვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი ინიციატივაა, რომ უკვე პარლამენტში დავიბაროთ "სუს-ის", შსს-ს და საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და უშუალოდ მათგან მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თუ რა კეთდებოდა ამ 10 თვის განმავლობაში და რა სტრატეგია აქვს შესაბამის უწყებებს. ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად გავაქტიურდებით და კიდევ უფრო აქტუალობას შევძენთ ზაზა გახელაძეების საქმეს საერთაშორისო დიპლომატიურ ველზე”,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს