ამირან გამყრელიძე - კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომშია, პანდემიის დამარცხების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის - უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომლის ხელმისაწვდომობაც ამ ეტაპზე არის

კაცობრიობა არის ომში, ეს არის მესამე მსოფლიო ომი და ამ ომმა უკვე შეიწირა 3 მილიონზე მეტი ადამიანი და დააინფიცირა - 150 მილიონზე მეტი, ოფიციალურად,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეს ადმინისტრირებული 8 ვაქცინიდან, არც ერთ მათგანი არ არის პრეკვალიფიცირებული, რადგან პრეკვალიფიკაცია არის უმაღლესი თამასა, რომელსაც ვაქცინა გამოყენების რამდენიმეწლიანი პრაქტიკის შემდეგ იღებს. თუმცა ამასთანავე, გამყრელიძის თქმით, არსებული პირობებში მოსახლეობა უნდა აიცრას იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია.

„ყველა ამ 8 ვაქცინას სხვადასხვა მარეგულირებლების მიერ მიცემული აქვს გადაუდებელ მდგომარეობებში გამოყენების უფლება. არც ერთი არ არიან პრეკვალიფიცირებული ვაქცინა, რადგან პრეკვალიფიკაცია არის ძალიან მაღალი თამასა ვაქცინის შეფასების, რომელიც, როგორც წესი, დგება ვაქცინის გამოყენების რამდენიმეწლიანი პრაქტიკის შემდეგ. დღეს პანდემიაა მსოფლიოში, ანუ კაცობრიობა არის ომში, ეს არის მესამე მსოფლიო ომი და ამ ომმა უკვე შეიწირა 3 მილიონზე მეტი ადამიანი და დააინფიცირა 150 მილიონზე მეტი ადამიანი, ოფიციალურად , რომელიც უნდა გაამრავლო 2-3-ჯერ, რომ ვიანგარიშოთ თუ რამდენი ადამიანია ინფიცირებული მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, ამ პანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის სწორედ ვაქცინაციაზე. რაც შეეხება ეფექტურობას, ამ ვაქცინებს აქვს, დაახლოებით, 60-დან 94%-მდე დაცვა ანუ თუ შეგხვდათ ვირუსი, ეს იქნება ძალიან მსუბუქ ფორმებში, ისე რომ არ მოგიწევთ საავადმყოფოში დაწოლა და არ დამძიმდება მდგომარეობა. ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომლის ხელმისაწვდომობაც ამ ეტაპზე არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს