მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილზე - შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით დავეთანხმოთ, რომ მართლაც გიჟურია მხარდაჭერა

არ ვიცი, რა თვალსაზრისით და მოტივაციით თქვა, მაგრამ შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით დავეთანხმოთ, რომ მართლაც გიჟურია მხარდაჭერა, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მას საქართველოში "გასაგიჟებელი მხარდაჭერა" აქვს.

სარჯველაძე იმედოვნებს, რომ ამომრჩეველი მომდევნო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციას უყურადღებოდ არ დატოვებს.

"სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო პერსპექტივებზე კარგს ვერაფერს მოგახსენებთ. ჩემი ვარაუდით კლებად რეჟიმშია მათი მხარდაჭერა და ამის დასტური იქნება, იმედი მაქვს, მომავალი არჩევნები. ღრმად მწამს, რომ დესტრუქციის მცდელობებს, რომლის კასკადი ვიხილეთ, უყურადღებოდ ქართველი ამომრჩეველი არ დატოვებს", - განაცხადა სარჯველაძემ.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილზე - შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით დავეთანხმოთ, რომ მართლაც გიჟურია მხარდაჭერა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა