გივი მიქანაძე - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის პირადი ტყვე გახდა - ადამიანურად ძალიან მძიმე სიტუაციაში იმყოფება

საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ნიკა მელია ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის პირადი ტყვე გახდა - მელია სააკაშვილის მიერ დაწერილი სცენარის მახეში გაება და ადამიანურად ძალიან მძიმე სიტუაციაში იმყოფება, - ეს შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

მიქანაძის თქმით, ნიკა მელიას ადვოკატები რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ მელიას თანხმობის გარეშე მისთვის გირაოს გადახდის უფლება არავის ჰქონდა, ხოლო ახლა ამტკიცებენ, რომ გირაო გადახდა მელიას თანხმობის გარეშე შესაძლებელია.

ამასთან, როგორც მიქანაძე აცხადებს, თუკი მელია გირაოს გადახდის თაობაზე ევროკავშირის შეთავაზებას არ მიიღებს, ამნისტიის კანონის მიღებისთვის დალოდება და ამნისტიით გამოსვლა მოუწევს.

“მელიასგან გმირის გამოყვანა უნდოდათ, რაც არ შედგა. რეალურად, მელიამ დაინახა, რომ ის ძალიან წამგებიან პოზიციაში მოხვდა იმ ადამიანის გამო, რომელიც ქვეყნის გარეთ არის ძებნილი და პასუხისმგებაში მიცემული. მელია ცდილობს რაღაცნაირად სახე შეინარჩუნოს და საპატიმრო დაწესებულებიდან მისი გამოსვლა ამ ფორმით მოხდეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო