გიგა ბოკერია - ნიკა მელიას პოლიტიკური დამცირება სურთ

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ნიკა მელია პოლიტიკური დაკვეთით დაიჭირა - მისი პოლიტიკური დამცირება სურთ, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლება „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზეა“ დამოკიდებული.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს თუ გაუვიდა, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი ექნება ყველა ოპონენტის პოლიტიკური ნეიტრალიზაციის. ამ შემთხვევაში ნიკა მელიასი. ასეთი სურვილი რომ აქვთ, ეს ცნობილია. იმედი მაქვს, ამას საბოლოო ჯამში, ვერ შეძლებენ. ამ შეთანხმებამ, ამ შეცდომამ, იმის მაგიერ, რომ მათთვის ვითარება გაერთულებინა , პირიქით, შეუმსუბუქა და ეს იყო შეცდომა. ამ მძიმე პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობას სამწუხაროდ, ის პოლიტიკური ძალები ინაწილებენ, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა და გამარჯვებად გამოაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ნიკა მელია პოლიტიკური დაკვეთით დაიჭირა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ წამს, როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუძლიათ უმარტივესი გზით გაათავისუფლონ. ეს სურვილი რომ არ აქვთ, პოლიტიკური ოპონენტების დასუსტება, მორალური დისკრედიტაცია და ძალის დემონსტრირება რომ სურთ, ეს იცით. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა გაუზარდა შეთანხმებამ, ამას ჩვენ ყველა ვხედავთ “, - აცხადებს ბოკერია.

ბოკერიას თქმით, „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს“ პოლიტიკური ოპონენტების, რეჟიმის კრიტიკოსების პოლიტიკური დასუსტება და განადგურება სურს.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელშია, როცა მოუნდებათ, მარტივი მექანიზმია - აღკვეთის ღონისძიებას ცვლი, ეს უმარტივესად ხდება. ოღონდ, მათ სურთ პოლიტიკური ოპოზიციის, პოლიტიკური ოპონენტების, რეჟიმის კრიტიკოსების პოლიტიკური დასუსტება და განადგურება, ამ შემთხვევაში ეს ნიკა მელიას ეხება. ამ ვითარებას იყენებენ, რაშიც სამწუხაროდ, ხელი შეუწყვეს იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, ვინც გაუაზრებლად და ნაჩქარევად მოაწერა ხელი. ახლა რასაც ვუყურებ, იქაც მისი პოლიტიკური დამცირება სურთ, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე“, - აცხადებს ბოკერია და დასძენს, რომ „საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმს, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება მოუწევს, პირველ რიგში, ნიკა მელიასი“.

იხილეთ ვიდეო: გიგა ბოკერიას განცხადებით, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლება "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზეა" დამოკიდებული

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“